Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომურმა უწყებამ უარი თქვა ისრაელის წინააღმდეგ მიმართული რეზოლუციის მიღებაზე


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ უარი თქვა, მიეღო რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ისრაელის მისამართით გამოთქმული იყო მოწოდება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების ხელმოწერისკენ. ვენაში, გაეროს ატომური უწყების გენერალურ ასამბლეაზე, რამდენიმე არაბული ქვეყნის მიერ წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა 46-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 51. მანამდე ისრაელმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ რეზოლუციის მიღება უარყოფითად აისახებოდა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესზე. დოკუმენტის მიღების წინააღმდეგი იყო შეერთებული შტატებიც. ისრაელს ოფიციალურად არასოდეს დაუდასტურებია, რომ ატომურ იარაღს ფლობს.
XS
SM
MD
LG