Accessibility links

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციის ცვლილებებისა და დამატებების პროექტი


საქართველოს პარლამენტმა 123 ხმით 4-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციის ცვლილებებისა და დამატებების პროექტი. კენჭისყრამდე პარლამენტს პროექტი წარუდგინა იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა. მისი განცხადებით, ახალი კონსტიტუციის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციური მართვის ევროპულ მოდელებთან დაახლოებული სისტემა ექნება. ადეიშვილის განმარტებით, ახალი მოდელი დაბალანსებულია და ითვალისწინებს ძლიერი პარლამენტის და ძლიერი მთავრობის არსებობას, პრეზიდენტის ძლიერი, მაგრამ უფრო დაბალანსებული ინსტიტუტის შენარჩუნებას და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერებას.
XS
SM
MD
LG