Accessibility links

logo-print

იაპონია გაათავისუფლებს ჩინეთის თევზსაჭერი გემის კაპიტანს


იაპონიის პროკურორების თქმით, ისინი გაათავისუფლებენ ჩინეთის თევზსაჭერი გემის კაპიტანს, რომლის ორი კვირის წინ დაპატიმრებას მოჰყვა უკანასკნელი წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ყველაზე უარესი დიპლომატიური დაპირისპირება. კაპიტანი ჟან კისიონი 8 სექტემბერს დააპატიმრეს მას მერე, რაც მისი თევზსაჭერი გემი დაეჯახა იაპონიის სანაპირო დაცვის ორ ხომალდს ჩინეთის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულის მახლობლად. იაპონიის ხელისუფლებამ კაპიტანს საპატრულო გემებთან განგებ შეჯახებაში დასდო ბრალი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის გაათავისუფლებენ კაპიტანს, მაგრამ იაპონიის მედიის ცნობით, მას სახლში გაუშვებენ.
XS
SM
MD
LG