Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა აჰმადინეჟადის განცხადებებს „სიძულვილით სავსეს“ უწოდებს


აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაგმო ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ 2001 წლის 11 სექტემბრის შესახებ გაკეთებული განცხადებები და მათ „სიძულვილით სავსე“, „უპატიებელი“ და „შეურაცხმყოფელი“ უწოდა. აჰმადინეჟადმა ხუთშაბათს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სკანდალი გამოიწვია, განაცხადა რა, რომ რომ მსოფლიოში - და თვით შეერთებულ შტატებშიც - ბევრს სჯერა, რომ ტერაქტების მოწყობაში ვაშინგტონის სპეცსამსახურების ხელი ურევია. აჰმადინეჟადის გამოსვლის დროს სხდომათა დარბაზი დატოვეს აშშ-ის, ისრაელისა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის დელეგაციებმა. ობამას გარდა, აჰმადინეჟადის განცხადებები დაგმეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა.
XS
SM
MD
LG