Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ლიდერი დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს


პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი დღეს მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას იმ შეშფოთების ფონზე, რომელიც ახლავს პალესტინელთა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე შექმნილ კრიზისს. აბასი მეორედ ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, ნიუ იორკში. აბასმა კლინტონთან პირველი შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მოლაპარაკებას „დღემდე არაფერი ახალი მოუტანია“. პალესტინელებმა მუქარა გამოთქვეს, რომ დატოვებენ მოლაპარაკებებს, თუკი ისრაელი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არ შეწყვეტს ებრაელთათვის დასახლებების მშენებლობას.
XS
SM
MD
LG