Accessibility links

logo-print

დაღესტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა და 42 ადამიანი დააშავა


რუსეთის მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიაში, დაღესტანში, თვითმკვლელის მიერ აფეთქებულმა ბომბმა 42 ადამიანი დააშავა. მათ შორის არიან მილიციის თანამშრომლები.მათ შორის არიან მილიციის თანამშრომლები. თვითმკვლელმა გაარღვია უსაფრთხოების ზღუდე, როცა მილიციას მეამბოხეებთან შეტაკება ჰქონდა. ორი ისლამისტი მეამბოხე პოლიციამ დახოცა. ერთი მათგანი აღმოჩნდა ექსტრემისტული გაერთიანების ლიდერი, ალიბეკ აბუნაზაროვი, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული. დაღესტანშივე, პარასკევს, მილიციელებმა დახოცეს სავარაუდო ისლამისტი ტერორისტები, მათ შორის ერთი ქალი.
XS
SM
MD
LG