Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეციის პოლიციამ პაკისტანში მიმავალი თვითმფრინავის მგზავრი დააკავა


შვეციის პოლიციამ დაკავა მგზავრი პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზის თვიმფრინავში, რომელმაც საავარიო დაჯდომა განახორციელა მას მერე, რაც კანადის ხელისუფლებამ მიიღო სიგნალი იმის შესახებ, რომ თვითმფრინავის ერთ მგზავრს ასაფეთქებელი მასალა ჰქონდა თან. სტოკჰოლმის პოლიციამ დააკავა კანადის პაკისტანურ წარმოშობის მოქალაქე, დაახლოებისთ 30 წლისა. მასზე ეჭვი მიიტანეს, რომ თვითმფრინავში ის საბოტაჟს ამზადებდა. პოლიციის თანახმად, ასაფეთქებელი მასალა დაკავებულს ვერ უპოვნეს, თვითმფრინავშიც ვერაფერი საეჭვო ნახეს. „ბოინგ 777ის“ ტიპის თვითმფრინავში 273 მგზავრი იყო. ის კანადიდან პაკისტანში მიფრინავდა, როცა მფრინავმა სტოკჰოლმის აეროპორტს დაჯდომის ნებართვა სთხოვა.
XS
SM
MD
LG