Accessibility links

logo-print

ავღანეთში ნატოს სამი სამხედრო დახოცეს


ავღანეთში ნატოს ჯარის ინფორმაციით, მისი სამი ჯარისკაცი დაიღუპა დღეს. ცნობით, ორი სამხედრო ბომბის აფეთქებას შეეწირა ჩრდილოეთში, ერთი, იმავე ვითარებაში, სამხრეთში მოკლეს. სხვა დეტალებს ნატო არ ახმაურებს. აღმოსავლეთში, ლაღმანის პროვინციაში, ავღანეთის და საერთაშორისო ჯარის მიერ მოკლული იქნა 34 მეამბოხე. ნატოსვე ცნობით, მან დააკავა მეამბოხეთა მეთაური, რომელიც ავღანელ ოფიციალურ პირებზე თავდასხმებსა და ძალადობის სხვა აქტებთან იყო დაკავშირებული გასული კვირის საპარლამენტო არჩევნების დროს, და სხვა მეამბოხე მოკლა.
XS
SM
MD
LG