Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ყირგიზეთის ლიდერს შეხვდა


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ყირგიზეთის პრეზიდენტს, როზა ოტუნბაევას შეხვდა და მოუწოდა მას გადადგას დამატებითი ნაბიჯები, რათა არ განახლდეს ძალადობა ყირგიზეთში ივნისის ეთნიკური კონფლიქტის შემდეგ. შეხვედრა შედგა გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად. ობამა, თეთრი სახლის განცხადებით, მიესალმა ყირგიზეთში მიმდინარე ზოგიერთ მოვლენას, სხვათა შორის დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვების გაუქმებას, ახალი კონსტიტუციის შემუშავებას და მომავალი თვისთვის დადგეგმილ სპარლამენტო არჩევნებს.
XS
SM
MD
LG