Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო აჰმადინეჟადის „სიძულვილით აღსავსე“ გამოთქმები


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დაგმო ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შესახებ გამოთქმული შეფასებები და მათ სიძულვილით აღსავსე, უპატიებელი და აგრესიული უწოდა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას აჰამდიენჟადმა განაცხადა, ზოგიერთს სჯერა, რომ ნიუ იორკის ტერაქტები აშშ-მა მოაწყოო, რითაც აშშ აღშფოთება გამოიწვია. სიტყვით მისი გამოსლისას ზოგიერთმა დამწრემ დარბაზი დატოვა. „ბი-ბი-სის" სპარსულ სამსახურს ობამამ განუცხადა, რომ განსაკურთებით აგრესიული ეს გამოსვლა იმიტომაც იყო, რომ ის მანჰეტენში, ტერაქტების ადგილის მახლობლად შედგა. გაეროს გეენერალურმა მდივანმა ბან კიმ მუნმა და ევროკავშირის საგარეო -პოლიტიკურმა მმართველმა კეტრინ ეშტონმა აჰმადინეჟადის სიტყვას აღმაშფოთებელი და მიუღებელი უწოდეს.
XS
SM
MD
LG