Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ ბეიზნესმენებს, მათ შორის “მილენიუმ კორპორეიშენის” პრეზიდენტს დენიელ იოჰანესს შეხვდა. სააკაშვილმა იოჰანესს მადლობა გადაუხადა საქართველოში პროექტების დაფინანსებისთვის, რომელთა ღირებულება, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა 375 მილიონი დოლარია. “ვიცი, რომ ეს თანხა ეფექტურად გამოიყენეს და პროგრამები წარმატებით განხორციელდა. გზის მშენებლობა, რომელიც სამხრეთ საქართველოს დედაქალაქთან დააკავშირებს, შემოდგომაზე დასრულდება. ეს პროქტი ადგილობრივი მოსახლეობის ყოფას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ადრე ცენტრისგან მოწყვეტილი ეს რეგიონი სიღარიბეში ცხოვრობდა. ახლა კი თბილისამდე გზა 3-ჯერ შემოკლდება. შედეგად ხელმისაწვდომი, შიქმნება ახალი კურორტები, ტბისპირა დასასვენებელი კომპლექსები, გაფართოვდება სოფლის მეურნეობა, რასაც ლიბერალური ეკონომიკური გარემოც შეუწყობს ხელს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამერიკელ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად ამჟამად მიმდინარეობს თურქეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა.
მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებაც და ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბათუმში დიდი ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, სტუდენტებს მიიღებს არა მხოლოდ საქართველოს რაიონებიდან, არამედ უკრაინიდან, აზიიდან და მთელი კავკასიის რეგიონიდან.
XS
SM
MD
LG