Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ გააუქმა ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტები


საქართველომ გააუქმა ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტები, რომლებიც 21 და 22 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი. საქართველოში კონცერტებით უნდა დაწყებულიყო სიმფონიური ორკესტრის ტურნე ევროპაში. ორკესტრის წარმომადგენელთა თქმით, წერილში, რომელიც 10 სექტემბერს მიიღეს საქართველოს კულტურის სამინისტროდან, ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება საბიუჯეტო პრობლემების გამო იძულებულია, გააუქმოს კონცერტები. როგორც ორკესტრის ხელმძღვანელმა, ზარინ მეტამ განაცხადა პარასკევს, მართალია, კონცერტების შესახებ წერილობითი შეთანხმება არ ყოფილა გაფორმებული, მაგრამ ამ სფეროში სიტყვიერი შეთანხმება მიღებული პრაქტიკაა.
XS
SM
MD
LG