Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასახლებების მშენებლობის გაგრძელებით ისრაელი საფრთხეს შეუქმნის სამშვიდობო მოლაპარაკებას


ისრაელის პრემირ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ დღეს მოუწოდა ახალმოსახლეებს „თავშეკავება გამოიჩინონ“, როცა ვადა გაუვა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დასახლებების მშენებლობის დრობით შეწყვეტას, რაც თბილისს დროით, 27 სექტემბერს, ღამის 2 საათზე მოხდება. მსოფლიოს ლიდერებმა პროტესტი გამოთქვეს ისრაელის გადაწყვეტილების გამო, რომ მან შეიძლება საფრთხე შეუქმნას სამშვიდობო მოლპარაკებას პალესტინელებს და ისრაელს შორის. პალესტინეოლთა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა არაერთხელ გამოთქვა გაფრთხილება, რომ პალესტინელები დატოვებენ მოლაპარაკების მაგიდას, თუკი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არ შეწყდება ებრაელთათვის დასახლებების მშენებლობა. არეალის მიმართ პრეტენზია აქვთ პალესტინელებს, რომლებიც იქ თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დაფუძნებას გეგმავენ. სამშვიდობო მოლაპარაკება ერთი თვის წინ დაიწყო. მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მოწოდებისა, ისრაელი მშენებლობის დროებითი შეწყვეტის ვადის ამოწურვას დაუშვებს, რასაც არეალში რამდენიმე ახალი სახლის ქვაკუთხედის ჩადების ცერემონიით აღნიშნავენ.
XS
SM
MD
LG