Accessibility links

logo-print

პოლიტიკური შეფასებების გამო ირანელ კინორეჟისორს მუშაობის ნებართვა გაუუქმეს


ირანის ხელისუფლებმა ცნობილ კინორეჟისორს ასღარ ფარჰადის ჩამოართვეს უფლება, დაასრულოს თავისი ახალი ფილმი მას მერე, რაც რეჟისორმა ირანის ოპოზიციურ „მწვანე“ მოძრაობას მხარდაჭერა გამოუცხადა. კულტურის მინისტრის მოადგილის, ჯავად შამაყდარის თქმით, ფარსადის ახალი ფილმის „ნადერი სიმინს შორდება“ წარმოება შეჩერდა, რადგან რეჟისორმა შეუფერებელი კომენტარები გააკეთა. ფარჰადის ფილმმა „ელის შესახებ“ შარშან, „ბერლინალეზე“ საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო პრიზი. რეჟისორს ახლა იმედი გამოუთქვამს, რომ ირანში იხილავს ცვლილებებს, რომ მომავალი წელი „არანაირად დაემსგავსება წლევანდელს“. იუწყებიან, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციურ მოძრაობას.
XS
SM
MD
LG