Accessibility links

logo-print

უკრაინაში ისრაელის 19 წლის მოქალაქე მოკლეს


უკრაინის ქალაქ უმანში დააკავეს ისრაელის 19 წლის მოქალაქის მკვლეობაში ეჭვმიტანილი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანახმად, ახალგაზრდა კაცი კვირას ღამით ორ ადგილობრივ პირთან ჩხუბის დროს დანით მოკლეს. უკრანის ებრაული თემმა აცნობა ისრაელის რადიოს, რომ მოკლული იყო მლოცველი, რომელიც იუდეველთა რელიგიურ მოძრაობას ჰასიდებს მიეკუთვნებოდა. უმანში დაკრძალულია რაბინი ნაჰმან ვროცლაველი, ჰასიდიზმის ერთ-ერთი შტოს დამაარსებელი.
XS
SM
MD
LG