Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკომპიუტერო ვირუსმა ზიანი მიაყენა ირანის ბირთვული რეაქტორის გამომთვლელ მანქანებს


ირანის ოფიციალური სააგენტო იუწყება, რომ რთულმა საკომპიუტერო ვირუსმა სახელწოდებით „სტაქსნეტმა“, ირანის პირველი ბირთვული ატომური რეაქტორის თანამშრომელთა კომპიუტერებს ზიანი მიაყენა. მაგრამ, პროექტის მენეჯერის, მაჰმუდ ჯაფარის თანახმად, ბუშერის ელექტროსადგურის საოპერატორო სისტემას ვირუსი ვერ შეეხო. ირანის თანახმად, ვირუსმა ავნო 30 ათასამდე პროვაიდერს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქვეყნის მიმართ ელექტრონული ომი“ დაიწყო. „სტაქსნეტი“ „სიმენსის“ იმ სისტემების სისუსტეს ესხმის თავს, რომლებიც გამოიყენება წყალმომარაგების, სანავთობო, ასევე ელექტოროსადგურების და მართვის სხვა ცენტრებში.
XS
SM
MD
LG