Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი ითხოვს ავღანეთში სპეციალისტთა რიცხვის გაზრდას


ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ის დღეს სთხოვს ნატოს ქვეყნების ლიდერებს 1000 კაცით გაიზარდოს სპეციალისტების რიცხვი ავღანეთის ჯარის გასაწვრთნელად. აშშ-ის ძალებმა 2011 წლის ივლისიდან უნდა დაიწყონ ავღანეთიდან გასვლა. ავღანეთში ნატოს საწვრთნელი მისიის სარდალმა, ლეიტენანტმა უილიამ კოლდველმა ”უოლ სტრიტ ჯორნალს” განუცხადა, რომ, თუკი ავღანეთის ჯარის წვრთნაში საკმარისი სპეციალისტი არ ჩაერთვება, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ავღანელი სამხედროებისთვის გადაცემის პროცესი შეფერხდება. კოლდველი მოითხოვს დამატებით 133000 სამხედრო პერსონალსა და პოლიციელს. ავღანეთის უსაფრთხოების ძალები დღეს 256000 კაცისგან შედგება.
XS
SM
MD
LG