Accessibility links

ისრაელი განაახლებს დასახლებების მშენებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე


ისრაელმა მოსახლეებმა განაცხადეს დღეს, რომ ისინი დაიწყებენ ებრაელთა ახალი საცხოვრებლების მშენებლობას იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მას შემდეგ, რაც ისრაელის ნაწილობრივ მორატორიუმს დასახლებების მშენებლობაზე ოკუპირებულ არეალში წუხელ ვადა გაუვიდა. ეფრატის დასახლების მერმა, ოდედ რევივიმ თუმცა განაცხადა, რომ ბანკები და დეველოპერები თავშეკავებით ეკიდებიან დაფინანსებას, შიშობენ რა, რომ მშენებლობა კვლავ შეჩერდება. მორატორიუმის ვადის გასვლისთანავე, კვირას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ პალესტინელთა ლიდერს, მაჰმუდ აბასს მოუწოდა გააგრძელოს „სასწრაფო და გულწრფელი მოლაპარაკება“, რათა სამშვიდობო ხელშეკრულება მიღწეული იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ისრაელის ლიდერმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მოწოდება, გაეგრძლებინა მშენებლობის შეჩერების ვადა, მაგრამ აშშ-მა კვირას განაცხადა, რომ ცდილობდა დაერწმუნებინა ორივე მხარე მოლაპარაკების გაგრძელებაში ისრაელის გადაწყვეტილების მიუხედავად.
XS
SM
MD
LG