Accessibility links

logo-print

ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნებში ჩავესის პარტია იმარჯვებს


საარჩევნო კომისიის თანახმად, ვენესუელის პრეზიდენტის, უგო ჩავესის პარტია იმარჯვებს კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. ცნობით, ოპოზიციამ მოახერხა ხების მესამედის მოპოვება. ხმების დათვლა გრძელდება, მაგრამ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ტიბისაი ლუსენას თანახმად, სოციალისტურმა პარტიამ კონგრესის 165 ადგილიდან 90 მოიპოვა. ოპოზიცურ პარტიებს, რომლებიც ერთ ბლოკში არიან გაერთიანებული, იმედი ჰქონდათ: რომ დაძლევდნენ ჩავესის პარტიის ხანგძლივ მონოპოლიას პარლამენტში. ამომრჩეველთა ხმების დათვლის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
XS
SM
MD
LG