Accessibility links

logo-print

სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების შესახებ არაფერია ცნობილი


სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების შესახებ ოფიციალური თბილისი ახალ ინფორმაციას არ ფლობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ბერძნულ კომპანიასთან, რომელსაც მეკობრეთა მიერ დატყვევებული გემი ეკუთვნის, უშუალო კავშირი აქვს საბერძნეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას. ხომალდი, რომლის ეკიპაჟის 13 წევრი საქართველოს მოქალაქეა, სომალელმა მეკობრეებმა 20 დღის წინ, ადენის სრუტეში დააკავეს. ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ ტყვეობიდან გემის გამოსახსნელად დაახლოებით 24 საათი დასჭირდა ბერძნულ კომპანია ”კარიერს,” რომლის ხომალდი სომალელმა მეკობრეებმა გასულ შაბათს დააკავეს და გამთენიისას გაათავისუფლეს. დეტალების შესახებ კომპანია არაფერს იუწყება და აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ გემის ეკიპაჟის 12 უკრაინელი წევრი არ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG