Accessibility links

საქართველოში სოხუმის დაცემიდან მე-17 წლისთავს აღნიშნავენ


საქართველოში სოხუმის დაცემიდან მე-17 წლისთავს აღნიშნავენ. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა მემორიალი დღეს გვირგვინებით შეამკეს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ამავე თარიღს მიეძღვნა სახალხო შეკრება, რომელიც ვაკის პარკში გაიმართა "საქართველოს ლეგიონის" ინიციატივით. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გენერალ გია ყარყარაშვილის შეფასებით, 27 სექტემბერი ტკივილისა და დაფიქრების დღეა.
XS
SM
MD
LG