Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ჯარის მიერ აზერბაიჯანული პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთიანი ყარაბაღის რეგიონში ერთი მისი ჯარისკაცი მოკლეს. „ფრანცპრესი“ იუწყება, რომ სომხეთის ჯარის მიერ აზერბაიჯანული პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა 21 წლის აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. შემთხვევა საზავო ხაზის გასწვრივ მოხდა. ბოლო თვეებში დაძაბულობა სადავო რეგიონის გამო გაიზარდა, რასაც წელს ორივე მხრიდან 18 სამხედრო შეეწირა. მხოლოდ ამ თვეში რვა ჯარისკაცი დაიხოცა. საერთაშორისო შუამავლებმა და დასავლელმა დიპლომატებმა შეშფოთება გამოხატეს მთიანი ყარაბაღის გამო დაძაბულობის ზრდის თაობაზე.
XS
SM
MD
LG