Accessibility links

logo-print

ირანის საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩში ბრაზილიას შეხვდება


ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს „ისნას“ ცნობით, ირანის ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ამხანაგურ მატჩს გამართავს მსოფლიო თასის ხუთგზის მფლობელ ბრაზილიის ნაკრებთან. ირანის ფეხბურთის ფედერაცის თავმჯდომარის, აბად თორაბიანის თანახმად, მატჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება. მისი თქმით, ბრაზილიამ პირობა დადო, რომ ძლიერ გუნდს გამოიყვანს და რომ ირანს არ მოუწევს ფულის გადახდა ამ მატჩისთვის. ირანს პრობლემა აქვს მოძებნოს ძლიერი მეტოქეები ამხანაგური მატჩებში, უმეტესად იმის გამო, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა შეფასებები გამოთქვა ჰოლოკოსტის გარშემო. საფეხბურთო მატჩის მოწყობას ორი ქვეყნის ლიდერების პირად ურთიერთობას უკავშირებენ.
XS
SM
MD
LG