Accessibility links

logo-print

ირანმა ორი ოპოზიციური პარტია აკრძალა


ირანიდან იუწყებიან, რომ მთაdრობამ აკრძალა ორი წამყვანი რეფორმისტული პარტია, რომლებიც მხარს უჭერდნენ მირ ჰოსეინ მუსაუის, შარშანდელ სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში. სააგენტო „ილნას“ მოჰყავს ირანის იუსტიციის უწყების წარმომადგენლის, ღოლამ ჰოსეინ მოჰსენი ეჯეიეს სიტყვები, რომ „ირანის ისლამური მონაწილეობის ფრონტი“ და ისლამური რევოლუციის მოჯაჰედების ორგანიზაცია“ „დაშალეს“. აპრილში ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეთვალყურეო უწყებამ ამ პარტიების მოქმედება შეაჩერა. მათი ბევრი წევრი დააკავეს და გასამართლეს არჩევნების შემდეგ.
XS
SM
MD
LG