Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა პროტესტი გამოთქვა მის ტერიტორიაზე ნატოს ავიაციის შესვლის გამო


პაკისტანმა გააკრიტიკა ნატოს ავიაციის მოქმედება მის ტერიტორიაზე, განაცხადა რა, რომ ეს მისი სუვერენიტეტის დარღვევა იყო. ოფიციალური ინფორმაციით, ნატოს ჯარის საჰაერო თავდასხმისას 50 მეამბოხე დაიხოცა პაკისტანში. ავღანეთში საერთაშორისო ჯარის წარმომადგენელმა, აშშ-ის არმიის კაპიტანმა, რაიან დონალდმა გააამართლა იერიში, როგორც თავდაცვითი, რომელიც პასუხი იყო მეამბოხეთა თავდასხმაზე ავღანეთში, პაკისტანის პროვინცია ჩრდილოეთ ვაზირისტანის მოსაზღვრე, ხოსტის არეალში მდებარე საგუშაგოზე. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, საერთაშორისო ჯარის მანდატი ავღანეთის საზღვართან სრულდება.
XS
SM
MD
LG