Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ისრაელით „იმედგაცრუებულია“ დასახლებების საკითხის გამო


აშშ-მა დღეს იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ ისრაელმა უარი თქვა გაეგრძელებინა პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი დასახლებების მშენებლობაზე დაწესებული მორატორიუმის ვადა. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დადებითად ისაუბრა პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მიერ გამოჩენილი „თავდაჭერის“ შესახებ. ახალი დასახლებების მშენებლობაზე დაწესებულ, ათთვიან მორატორიუმს ვადა წუხელ გაუვიდა და დასავლეთის სანაპიროს რამდენიმე დასახლებაში უკვე განახლდა ახალი სახლების მშენებლობის პროცესი. პარიზში მყოფი მაჰმუდ აბასის განცხადებით, გადაწყვეტილებას, გააგრძელოს თუ არა ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკება, მას შემდეგ მიიღებს, რაც ოთხშაბათს რამალაში შეხვდება მოლაპარაკებაზე პალესტინელთა მხარის წარმომადგენლებს, მომავალ ორშაბათს კი არაბთა ლიგის წარმომადგენლებს კაიროში გაესაუბრება.
XS
SM
MD
LG