Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა


კოსოვოს პრეზიდენტმა, ფატმირ სეიდუმ, დღეს გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს - მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან კონსტიტუცია დაარღვია. დროებითი პრეზიდენტი პარლამენტის სპიკერი, იაკუფ კრასნიჩი გახდა - როგორც ეს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული. პარასკევს სასამართლომ განაცხადა, რომ სეიდუმ კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტისა და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობების ერთდროულად დაკავებით დაარღვია. კოსოვოში საყოველთაო არჩევნები მომავალ წელს არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG