Accessibility links

logo-print

თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას ღაზნის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი ვაჟი ემსხვერპლნენ


როგორც ავღანური ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, თვითმკვლელმა ტერორისტმა აღმოსავლეთ ღაზნის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე, მისი ვაჟიშვილი და ორი მცველი იმსხვერპლა. პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, გუბერნატორის მოადგილე სამსახურისაკენ მიემართებოდა, როდესაც თვითმკვლელი ტერორისტი მის ავტომობილს მოტოციკლეტით შეეჯახა. აფეთქების შედეგად კიდევ 12 ადამიანი დაშავდა. გუბერნატორის მოადგილე, კაზიმ ალაიარი, ორი თვის წინ გადაურჩა თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას.

XS
SM
MD
LG