Accessibility links

ზალმაი რასული: ”ტერორიზმზე გამარჯვება გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს”


ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრთხილებს ნატოსა და სხვა სამხედრო გაერთიანებებს, რომ ტერორიზმზე გამარჯვება ნამდვილ, გლობალურ ძალისხმებას მოითხოვს. როგორც ზალმაი რასულმა ყოველწლიურ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ტერორისტული ძალები სულ უფრო და უფრო აფართოებენ თავიანთ ოპერაციებსა და შეტაკებებს რეგიონში: ”თუკი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურთ დაამარცხონ ტერორიზმი, მაშინ მათ შიგნით, ავღანურ სოფლებში უნდა შეიხედონ და ის სტრატეგია შეიმუშავონ, რომელიც ეფექტურად და დროულად დაამარცხებს იმ გაერთიანებებსა და ქსელებს, რომლებიც ტერორიზმსა და შეიარაღებულ გაერთიანებებს მხარს უჭერენ. ტერორიზმი კვლავ გლობალურ გამოწვევად რჩება, რომელიც მხოლოდ საერთაშორისო ძალისხმევით შეიძლება დამარცხდეს”, - აცხადებს, რასული.

XS
SM
MD
LG