Accessibility links

logo-print

ამერიკელი ჯარისკაცი ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა


ამერიკელი ჯარისკაცი, რომელსაც ბრალი ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში ედება, სასამართლოს წინაშე წარსდგა. როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, ჯერემი მორლოკმა სამი ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქე ყანდაარის პროვინციაში მსახურობისას მოკლა. გარდა მორლოკისა, საქმეში კიდევ 11 ჯარისკაცი ფიგურირებს. თუკი მორლოკს ბრალი დაუმტკიცდა, მას სასამართლო სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს.

XS
SM
MD
LG