Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრს ელოდებიან


პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ელოდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსი" ანტიკრიზისულ საბჭოზე დაყრდნობით იუწყება, გილაური საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე, პრემიერ-მინისტრთან ერთად დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის და ამ მიმართულებით 2009-2010 წლების სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხს განხილავენ. ანტიკრიზისულ საბჭოში აღნიშნავენ, რომ მათმა ექსპერტებმა დევნილებით კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში მონიტორინგი განახორციელეს და პრემიერს მონიტორინგის შესახებ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გააცნობენ. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა პარლამენტში 16:00 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG