Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ”ახალგაზრდა იურისტები” აქციას მართავენ


ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) აქციას, სახელწოდებით "რამდენი გაქვს პრემია?" გამართავს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საიაზე დაყრდნობით იუწყება, აქციის ფარგლებში ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, თბილისის მერიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაარიგებენ პლაკატებსა და ფლაერებს, რომლითაც მოუწოდებენ საჯარო მოხელეებს, გაასაჯაროონ თავიანთი საბიუჯეტო შემოსავლები, ხოლო მოქალაქეებს - მოითხოვონ აღნიშნული ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG