Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს გაიხსნება


თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ივენთ-ჰოლში" ოფიციალურად დღეს გაიხსნება. თბილისის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორის, ეკა მაზმიშვილის განცხადებით, ფესტივალი 29 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია. 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თეატრის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული სპექტაკლები იხილონ; 3 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით კი, თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამით წარმოდგენილი იქნება 11 ქვეყნის 12 სპექტაკლი, კერძოდ, იტალიის, საფრანგეთის, რუსეთის, ინგლისის, ისრაელის და სხვა ქვეყნების თეატრების სპექტაკლები.

XS
SM
MD
LG