Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიჩელი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო დიალოგის შენარჩუნებას ცდილობს


შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიჩელი კვლავ დაბრუნდა რეგიონში, მას შემდეგ, რაც ამოიწურა ისრაელის მორატორიუმი ებრაული დასახლებების მშენებლობაზე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ისრაელმა განაცხადა, რომ არ აპირებს მორატორიუმის შემდგომ გაგძელებას. შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გაერომ გამოთქვეს იმედგაცრუება ისრაელის გადაწყვეტილების გამო. პალესტინის ავტონომიის თავმჯდომარემ მაჰმუდა აბასმა განაცხადა, რომ ავტონომიის შემდგომი ნაბიჯების თაობაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც საკითხს 4 ოქტომბერს არაბული ლიგის სახემწიფოს შეხვედრაზე განიხილავს და პალესტინის განთავისუფლების საბჭოს კონსულტაციებს მოისმენს.
XS
SM
MD
LG