Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანში მშრომელთა პარტიის კონფერენცია მიმდინარეობს


კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ირი ხელახლა აირჩიეს კორეის მშრომელთა პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე პარტიულ კონფერენციაზე, რომელიც სამშაბათს გაიხსნა. ამის შესახებ ჩრდილოეთი კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება. მოელიან, რომ ფხენიანში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელიც 44 წლის განმავლობაში პირველად ტარდება, მნიშვნელოვანი საკდრო გადაწყვეტილებები გამოცხადდება. დამკვირვებელთა ვარაუდით, საუბარი შესაძლოა იყოს ქვეყნის მომავალ ხელმძღვნელზე. აღნიშნული თანამდებობა შესაძლოა კიმ ჩენ უნმა დაიკავოს, რომელსაც მამამისმა გუშინ გენერლის წოდება მიანიჭა. გენერლის წოდება სულ ექვს ადამიანს მიენიჭა, რომელთა შორის კიმ ჩენი ირის დაცაა. ჩრდილოეთი კორეის არმია ერთ-ერთი მრავალრიცხოვანია მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG