Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იური ლუჟკოვმა მმართველი პარტია ”ედინაია როსია” დატოვა


მოსკოვის მერის პოსტიდან რუსეთის პრეზიდენტის მიერ დათხოვნილმა იური ლუჟკოვმა მმართველი პარტია ”ედინაია როსია” დატოვა. ამასთან, პარტიის აღმასრულებელი კომიტეტი იუწყება, რომ ლუჟკოვმა განცხადება არა დღეს, არამედ 26 სექტემბერს დაწერა. სააგენტო ინტერფაქსს მოჰყავს იური ლუჟკოვის წერილის შინაარსი, რომლის თანახმად, ყოფილი მერი სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებით წარმოებულ კამპანიას პოლიტიკური არენიდან მისი გაძევების და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზნით ხსნის და აცხადებს, რომ ეს პროცესი წესიერების და საღი აზრის ფარგლებს გასცდა.
XS
SM
MD
LG