Accessibility links

ავღანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ახალი სამშვიდობო საბჭოს შემადგენლობა


ავღანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა სია იმ 70 პირისა, რომლებიც დაიკავებენ ადგილებს ახალ სამშვიდობო საბჭოში. საბჭომ ურთიერთობა უნდა იქონიოს თალიბანთან. პრეზიდენტ კარზაის წარმომადგენელმა ომარმა განაცხადა, რომ მომავალში საბჭო დაამყარებს ყოველგვარ კონტაქტს მთავრობასა და თალიბანს შორის. საბჭოში შედიან ჯიჰადის ლიდერები, თალიბანის ყოფილი წევრები, ყოფილი კომუნისტური მთავრობის წევრები, ქალთა და ეთნიკურ ჯგუფთა წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG