Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნია და ალბანეთი მიუახლოვდნენ ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს


ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოსნია და ალბანეთი ევროკავშირის "შენგენის ქვეყნებში" უვიზო მოგზაურობას მიუახლოვდნენ მას მერე, რაც სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტის სხდომაზე საკითხს უმრავლესობა მიემხრო. პარლამენტის კომიტეტში კერჭისყრის შემდეგ, სლოვენიელმა კანონმდებელმა ტანაია ფაიონმა განაცხადა, რომ ბოსნიის და ალბანეთის მოქალაქეებს გაუგზავნეს ძლიერი და დადებითი სიგნალი, რომ ევროკავშირი მზად არის გააუქმოს სავიზო რეჟიმი. ბოსნია და ალბანეთი დასავლეთ ბალკანეთის ბოლო ქვეყნებია, რომლებსაც სავიზო რეჟიმი აქვთ ევროკავშირთან. კოსოვო განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG