Accessibility links

logo-print

ევროპის პროფკავშირები მოუწოდებენ მშრომელებს მანიფესტაციებისა და გაფიცვებისკენ


პროფკავშირები ევროპელებს დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტების ოფისებთან მანიფესტაციისკენ მოუწოდებენ. ესპანეთში კი პროფკავშირების ორგანიზებით საყოველთაო გაფიცვა ეწყობა. ესპანელები მთავრობის ეკონომიურ ზომებს აპროტესტებენ. ესპანეთის მთავრობას სურს ხარჯების შემცირებით საბიუჯეტო დეფიციტი შეამციროს. ბრიუსელში მანიფესტაცია კი თან სდევს ევროკომისიის ინიციატივას დაისაჯონ ევროკავშირის წევრი ის ქვეყნები, რომლებმაც სოციალური და დასაქმების პროგრამების დაფინანსებით გაზარდეს ბიუჯეტის დეფიციტი. პროფკავშირები შიშობენ, რომ ეკონომიკური კრიზისის ყველაზე დიდი მსხვერპლი მშრომელები იქნებიან.
XS
SM
MD
LG