Accessibility links

29 სექტემბერს, რადიო ”თავისუფლების” დილის სტუმარი კონსერვატორი კახა კუკავა გახლდათ. გუშინ, თბილისის საკრებულოში ახალი სამწევრიანი ფრაქცია ”დედაქალაქი” შეიქმნა, ერთ-ერთი წევრი კახა კუკავაა. რა მიზნით შეიქმნა ახალი ფრაქცია, რა პრიორიტეტებს სახავენ ახალი ფრაქციის წევრები, როგორ აპირებენ ისინი წინასაარჩევნოდ დადებული დაპირებების შესრულებას, ეს ის საკითხებია, რომლებზეც დილის სტუმარმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა. კახა კუკავას განცხადებით, ფრაქციას აქვს ბევრად მეტი უფლებები, ვიდრე საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატებს: ”მაგალითისათვის ვიტყვი იმას, რომ ფრაქციას აქვს უფლება მოიწვიოს თავის სხდომაზე დედაქალაქის მერიის ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებულია მივიდეს და უპასუხოს ფრაქციის შეკითხვებს. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ ამ უფლების გამოყენებას. იმიტომ, რომ მართლაც ბევრი კითხვა გროვდება, მაგრამ პრაქტიკულად დახურულ კარს ვაწყდებით, ჩვენ შევეცდებით ძალიან ბევრი შეკითხვაზე მოვიძიოთ პასუხები, რომლებიც ეხება სოციალურ, ჯანდაცვის, განათლების სფეროს”, - აცხადებს კუკავა.
XS
SM
MD
LG