Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მერიას თანხის არამიზნობრივად დახარჯვაში ადანაშაულებს


თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მერიას სარეზერვო ფონდიდან თანხის არამიზნობრივად დახარჯვაში ადანაშაულებს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ სარეზერვო ფონდიდან ”კომედი კლაბმა ” კონცერტებისთვის 100 ათასი ლარი მიიღო და ამავე ფონდიდან დაფინანსდა რამდენიმე მომღერალიც. ხიდაშელის თქმით, თანხის გაცემის მიზანშეწონილობის გასარკვევად ოპოზიცია დოკუმენტებს ჯერჯერობით უშედეგოდ ითხოვს, რაც ადასტურებს, რომ მერიას დასამალი მართლაც აქვს. საკრებულოს რესპუბლიკელ წევრს აინტერესებს, რა ფინანსური პრობლემები ჰქონდა მაგალითად, მომღერალ ბუბა კიკაბიძეს, რომელსაც მერმა ფინანსური დახმარება გაუწია მაშინ, როდესაც თბილისში დახმარება რეალურად არაერთ ადამიანს სჭირდება.
XS
SM
MD
LG