Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი თბილისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდება


ნატოს გენერალური მდივანი თბილისში ვიზიტისას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა შეხვდება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრსაც. ალიანსის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ანდერს ფოგ რასმუსენი და ელმარ მამედიაროვი ნატო-აზერბაიჯანის პარტნიორობის და პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ. საქართველოში ალიანსის გენერალური მდივნის ორდღიანი ვიზიტი ხვალ იწყება.
XS
SM
MD
LG