Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ნიუ-იორკში ვიზიტი დაასრულა


საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ დაასრულა ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაში მონაწილეობდა. საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მთავარ შედეგად იმას მიიჩნევს, რომ საქართველოს პოზიცია ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის მიმართ და მოსაზრებები პოლიტიკური ჩიხის დაძლევის და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და სტაბილურ რეგიონად კავკასიის გადაქცევის შესახებ, საკმაოდ ბევრმა დელეგაციამ გაიზიარა. ვაშაძის თქმით, მათზე რუსეთის ზეწოლის მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.
XS
SM
MD
LG