Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს ემისარი ნეთანიაჰუს შეხვდა


აშშ-ს ემისარმა ახლო აღმოსავლეთში, ჯორჯ მიტჩელმა, დღეს დიპლომატიური მუშაობა დაიწყო ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების გადარჩენის მიზნით. ახლახან განახლებული მოლაპარაკება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ისრაელმა უარი თქვა გაეგრძელებინა ნაწილობრივი მორატორიუმი, დაწესებული ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროზე ახალი მშენებლობების წარმოებაზე. დღეს მიტჩელი იერუსალიმში შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრ ეჰუდ ბარაკს. ხუთშაბათს კი იგი რამალაში გამართავს შეხვედრას პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან - რომელმაც არაბთა ლიგის ლიდერებთან გასაუბრებამდე დროებით გადადო გადაწყვეტილების მიღება, შეწყვიტოს თუ არა მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
XS
SM
MD
LG