Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საფრანგეთის მიერ ბოშების გაძევების საქმეზე სასამართლოს მიმართავს


ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო აცხადებს, რომ სასამართლოს მიმართავს საფრანგეთის მიერ ბოშათა გაძევების საქმეზე. ევროკავშირის სამართლის კომისარმა, ვივიენ რედინგმა საფრანგეთის ტელევიზიას უთხრა, რომ საქმე ეხება საფრანგეთის მიერ გადაადგილების თავისუფლების ევროპული კანონის დარღვევას. საფრანგეთმა ახლახან გააძევა ასობით ბოშა მიგრანტი, რომლებიც რუმინეთის ან ბულგარეთის მოქალაქეები იყვნენ. ამ ნაბიჯს უკვე მოჰყვა სერიოზული დაპირისპირება ბრიუსელსა და პარიზს შორის. ევროკავშირის გადაწყვეტილებამ - რომელიც დახურულ კარს მიღმა იქნა მიღებული - შეიძლება საფრანგეთს მსხვილი ფინანსური ჯარიმის გადახდა, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის კი პოლიტიკური სირცხვილი მოუტანოს.
XS
SM
MD
LG