Accessibility links

logo-print

ევროპაში გამართულ საპროტესტო აქციებს ათი ათასობით მუშა-მოსამსახურე შეუერთდა


ევროკავშირის ბევრი ქვეყნის მოქალაქეებმა, დაახლოებით ათი ათასობით პირმა მიიღო მონაწილეობა ბრიუსელში გამართულ საპროტესტო აქციაში, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის წინააღმდეგ იყო მიმართული. პროფკავშირების მიერ ორგანიზებული პროტესტი დაემთხვა ევროკომისიის ახალ წინადადებას, დაისაჯონ ის ქვეყნები, რომლებსაც საბიუჯეტო დეფიციტი შეექმნებათ - ხშირად სწორედ სოციალური და დასაქმების პროგრამების დაფინანსებით. ბრიუსელის გარდა, აქციები ბევრ სხვა ქვეყანაში გაიმართა - იქნებოდა ეს პოლონეთი, პორტუგალია, ლატვია თუ კვიპროსი. ევროპის პროფკავშირები შიშობენ, რომ ეკონომიკური კრიზისის ძირითადი მსხვერპლი სწორედ მუშა-მოსამსახურეები ხდებიან. არადა თავად კრიზისის გამომწვევები - ბანკირები თუ მსხვილი ფინანსისტები - ხშირ შემთხვევაში მთავრობებმა იხსნეს ფინანსური დახმარების პაკეტების გამოყოფის გზით.
XS
SM
MD
LG