Accessibility links

იუწყებიან, რომ გამოაშკარავებულია ევროპის წინააღმდეგ ალ-ყაიდის ტერორისტული გეგმა


გავრცელებული ცნობებით, დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებმა გამოააშკარავეს ალ-ყაიდის გეგმა, ბომბეიში განხორციელებული თავდასხმის ტიპის იერიშები მიეტანათ ობიექტებზე ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. როგორც იუწყებიან, გეგმა შემუშავებული იყო იმ ექსტრემისტების მიერ, რომლებიც თავს პაკისტანის თემურ რეგიონებს აფარებენ. ამ რეგიონებში, გავრცელებული ცნობებით, ალ-ყაიდის ბევრი მებრძოლი იმალება. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ტერორისტები გეგმავდნენ დასავლელი მძევლების აყვანას და მათ დახოცვას - იმავე სტილში, როგორც 2008 წელს ბომბეის ორ სასტუმროზე განხორციელდა თავდასხმა. როგორც იუწყებიან, პაკისტანის მოსაზღვრე ადგილებში აშშ-ს საჰაერო თავდასხმების ბოლო პერიოდში გახშირება ამ ტერორისტული გეგმის ლიდერების განადგურებას ისახავდა მიზნად და რამდენიმე მათგანი მართლაც მოკლეს.
XS
SM
MD
LG