Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი: კურილის კუნძულები რუსეთის "ძალიან მნიშვნელოვანი" ნაწილია


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, კურილის კუნძულები რუსეთის „ძალიან მნიშვნელოვანი“ ნაწილია. პრეზიდენტმა მედვედევმა აღნიშნა ასევე, რომ აპირებს, მალე ეწვიოს კურილის კუნძულებს. მედვედევის გეგმას კრიტიკით გამოეხმაურა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სეიჯი მაეჰარა, რომლის თქმითაც, ასეთი ვიზიტი სერიოზულ ზიანს მიაყენებდა იაპონია-რუსეთის ურთიერთობას. კურილის კუნძულები იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს ჩრდილოეთით მდებარეობს და რუსეთის კონტროლს ექვემდებარება მას შემდეგ, რაც ისინი 1945 წელს დაიპყრო წითელმა არმიამ. იაპონიას არაერთხელ მოუთხოვია ოთხი კუნძულის დაბრუნება.
XS
SM
MD
LG