Accessibility links

ინდონეზია ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია


შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის განცხადებით, აღმოსავლეთი ინდონეზია ძლიერმა, 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრამ შეარყია. მანამდე ცოტა ხნით ადრე, იმავე რეგიონში გაიზომა 6,6 სიმძლავის მიწისძვრა. მსხვერპლის, ან ზარალის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. ინდონეზიაში განგაში გამოცხადდა ცუნამის საშიშროების გამო, თუმცა მოგვიანებით განგაში გაუქმდა.
XS
SM
MD
LG