Accessibility links

logo-print

რუსეთი ირანს მოუწოდებს ითანამშრომლოს გაეროს ბირთვულ უწყებასთან


ირანის ინტერესებშია პასუხი გასცეს შეკითხვებს მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით - ამის შესახებ განაცხადა გაეროში რუსეთის წარგზავნილმა ვიტალი ჩურკინმა. ჩურკინმა თქვა, რომ დაპირისპირების გადაჭრის ერთადერთი გზა ”კონსტრუქციული დიალოგია” თეიარანსა და იმ ექვს ქვეყანას შორის, რომელსაც ირანთან მოლაპარაკება დაევალა. ჩურკინის თქმით, გაეროს სანქციები ირანის წინააღმდეგ სიგნალია ირანისთვის, რათა სრულად ითანამშრომლოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან.
XS
SM
MD
LG